ზიდანს რაიან ჩერკი არ დავიწყებია
რაიან ჩერკი კვლავ არის ზინედინ ზიდანის რადარზე. ფრანგი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ლიონელი ახალგაზრდა ძალიან ბევრს მიაღწევს და მისი ფასი მალე რეკორდულად გაიზრდება.
ზიზუ ფლორენტინო პერესს მოუწოდებს, რომ ჩერკი მალე იყიდოს, ვინაიდან ის მალე კილიან მბაპეს დონეს მიაღწევს. რაიანის ფასი ამ ეტაპზე 20-25 მილიონი ევროა, მალე კი გაცილებით მეტი იქნება.
ჩერკი „რეალის“ რადარზე შარშანაც იყო. 17 წლის ფეხბურთელს „ლიონთან“ კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.
ახალგაზრდა შემტევი 18 წლის მიმდინარე წლის 17 აგვისტოს გახდება.
- 8 მარტი 2021
- 4 469
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.