„რეალს“ ზაფხულში 7 ფეხბურთელი დატოვებს!
მადრიდის „რეალში“ ზაფხულში სერიოზული ცვლილებებია დაგეგმილი. ესპანური გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესი ხვდება, რომ გუნდის საქმეები უკან მიდის, ამიტომ გნაახლება გარდაუვალია.
ისკო ალარკონი, ლუკას ვასკესი, ალვარო ოდრიოზოლა, მარიანო დიასი, გარეთ ბეილი, დანი სებალიოსი და მარსელო ვიეირა.
ზემოაღნიშნული ფეხბურთელების გუნდიდან წასვლა ფაქტობრივად გადაწყვეტილია. რაც შეეხება ტაკეფუსას, ბრაჰიმს, რეინიერს, ოდეგორს და ლუკა იოვიჩს. ეს ფეხბურთელები დიდი ალბათობით კვლავ იჯარის წესით იქნებიან გასხვისებულები.
ზინედინ ზიდანის გუნდში დარჩენის შემთხვევაში, ფლორენტინო პერესი მთავარი მწვრთნელის რჩევებს მაქსიმალურად გაითვალისწინებს.
პერესს ახლო წრემ კარგად აუხსნა, რომ თუ „ბლანკოსი“ არ გაძლიერდება, მანჩესტერ „იუნაიტედის“, „მილანისა“ და სხვა გრანდების ისტორიას გაიმეორებს, რომლებიც წლების მანძილზე ჩემპიონთა ლიგაზეც ვეღარ ხვდებოდნენ.
- 8 მარტი 2021
- 4 525
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.