ალაბა არა „რეალში“, არამედ „ბარსელონაში“?
ესპანური გამოცემების ცნობით, კატალონიის „ბარსელონას“ ახალი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა დავიდ ალაბას აგენტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და სურს, რომ „ბაიერნის“ ფეხბურთელი „ნოუ კამპზე“ ჩაიყვანოს.
„ას“-ის ინფორმაციით, ჟოანი რამდენიმე დღის წინ ალაბას აგენტებს შეხვდა და სთხოვა, რომ რამდენიმე დღის მანძილზე გადაწყვეტილება არ მიეღოთ და „ბარსელონაში“ ახალი პრეზიდენტის არჩევას დალოდებოდნენ.
უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ კატალონიურ კლუბს ძველი პრეზიდენტი, ჟოან ლაპორტა უხელმძღვანელებს, რომლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეს ალაბა იქნება.
ლაპორტა თვლის, რომ მიუნხენელის უნივერსალურობა ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და ის „ბლაუგრანას“ გამოადგება.
როგორც სჩანს, ფლორენტინო პერესისთვის ბრძოლა კიდევ უფრო რთულდება. აქამდე „რეალის“ კონკურენტები „პსჟ“ და „სიტი“ იყვნენ, ახლა კი მათ სირცხვს „ბარსელონაც“ შეუერთდა.
- 8 მარტი 2021
- 1 113
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.