კაზემირო:„დიახ, გავბრაზდი, როდესაც მსაჯმა პენალტი არ დადო“

კაზემირომ მადრიდული დერბი შეაფასა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ოპტიმიზმს არ კარგავს და აცხადებს, რომ „რეალი“ ლა ლიგის მოგებისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

„პირველ ტაიმში მატჩს „ატლეტიკო“ აკონტროლებდა და ჩვენ ბევრი არაფერი გამოგვდიოდა, მეორე ნახევარში კი აბსოლუტურ უპირატესობას ვფლობდით და გაცილებით მეტის გაკეთება შეგვეძლო.“

„მსაჯის აზრს პატივი უნდა ვცეთ. მე გავბრაზდი, როდესაც გამეორების შემდეგ მან განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო, ვინაიდან გოლის გატანაში ხელი აშკარად შემეშალა, თუმცა ახლა ვერაფერს შევცვლით, ამიტომ რადიკალური განცხადებების გაკეთებას არ ვაპირებ.“

„ჯერ კიდევ ბევრი ქულაა გასათამაშებელი. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ და წარმატებაზე ვიფიქროთ. მჯერა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.“

„მომდევნო ტურზე უნდა გადავერთოთ და ვეცადოთ, რომ დანარჩენ ტურებში 100%-იანი შედეგები გვქონდეს.“

1

7 მარტი 2021 23:50

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბეილმა კიდე გაიტანა, ამ ჩემისას მგონი გაახსენდა ფეხბურთის თამაში

2

8 მარტი 2021 00:23

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 983
კარგით გავიდეთ რომ პენალტი არ დაუნიშნეს რეალს, მაგრამ აქ წერდა ზოგი რეალი არასდროს წუწუნებსო მსაჯებზე და მთელი რეალი თავისი ფეხბურთელებით მწვრთნელებით და ლეგენდებით ტირიან ერთ პენალტზე.

3

8 მარტი 2021 02:11

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ციტატა: Andre1
კარგით გავიდეთ რომ პენალტი არ დაუნიშნეს რეალს, მაგრამ აქ წერდა ზოგი რეალი არასდროს წუწუნებსო მსაჯებზე და მთელი რეალი თავისი ფეხბურთელებით მწვრთნელებით და ლეგენდებით ტირიან ერთ პენალტზე.

ტირილი რა შუაშია. პირველ ნახევარში მოხდა ეგ და შესვენებაზე რო 1 - 1 ით გასულიყვნენ კაცმა არ იცის რა მოხდებოდა მეორე ნახევარში. მარა ფაქტია სულ სხვა ფსიქოლოგიით გამოვიდოდა რეალი... თუ უყურე თამაშს მაშინ კი შეხედავდი შენც რომ მეორე ტაიმში რეალი ჯობდა

4

8 მარტი 2021 02:34

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ბეილს, რომ გაუშვებ და ასენსიოს დაიტოვებ ზიდან შენ დედას "დაიცავით ცენზურა!"

5

8 მარტი 2021 02:41

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 983
ციტატა: RMA(13)
ციტატა: Andre1
კარგით გავიდეთ რომ პენალტი არ დაუნიშნეს რეალს, მაგრამ აქ წერდა ზოგი რეალი არასდროს წუწუნებსო მსაჯებზე და მთელი რეალი თავისი ფეხბურთელებით მწვრთნელებით და ლეგენდებით ტირიან ერთ პენალტზე.

ტირილი რა შუაშია. პირველ ნახევარში მოხდა ეგ და შესვენებაზე რო 1 - 1 ით გასულიყვნენ კაცმა არ იცის რა მოხდებოდა მეორე ნახევარში. მარა ფაქტია სულ სხვა ფსიქოლოგიით გამოვიდოდა რეალი... თუ უყურე თამაშს მაშინ კი შეხედავდი შენც რომ მეორე ტაიმში რეალი ჯობდა

პენალტს გატანა უნდოდა და რომც გაეტანათ გადაჭრით ვერ ვიტყვით რომ რეალი მოიგებდა. მეორე ტაიმში კი ატლეტიკომ საკმაოდ ბევრი შანსი შექმნა დაახლოებით 70 წუთამდე მაგრამ ვერ გაუტანა მეორე და დაისაჯა კიდეც. აბსოლუტურად თანაბარი თამაში იყო და ვფიქრობ ფრე სამართლიანი შედეგია თორე რეალის მიგება მინდოდა მეც.

6

8 მარტი 2021 03:31

ეგრე გადაჭრით რომ შეგვეძლოს თქმა და გამოცნობა ძმა რამდენ ფულს მოვიგებდით

7

8 მარტი 2021 10:55

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 1 877
რაც მოხდა მოხდა.მთავარია რომ ინტრიგა შეინარჩუნა გუნდმა და 1 ქულა ჩაიწერა აქტივში.რო წაეგო ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა რეალი.ფრე კარგი შედეგია მაგრამ მოგებაც შეგვეძლო.როდრიგო და ასენსიო არ უნდა იყოს რეალში.სანამ რამეს იხდიან უნდა გაატანონ ორივეში 50-60 ლიმონადაც კი.
წინ კიდე 12 თამაშია.
კატლეტებს იოლი გასეირნება არ ელის ბასკებთან.იმედია წააგებენ ან ფრეს გააგორებენ.
-----------------------
Decimotercero

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (245)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)