ზინედინ ზიდანი დელ ბოსკეს გაუთანაბრდა
კარიმ ბენზემას მსგავსად, მადრიდული დერბი ზინედინ ზიდანისთვისაც ისტორიული გამოდგა, ვინაიდან ფრანგმა ფეხბურთელმა ვისენტე დელ ბოსკეს ნაჩვენები შედეგი გაიმეორა.
ზიზუ არის „რეალის“ ისტორიის მწვრთნელებს შორის მეორე ადამიანი, ვინც ყველაზე მეტჯერ ედგა გუნდს სათავეში.
„ატლეტიკოსთან“ დაპირისპირება ზიზუსთვის 246-ე გამოდგა მთავარი მწვრთნელის რანგში და მან „ულვაშას“ შედეგი გაიმეორა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ზიდანზე უკეთესი შედეგი აქვს ლეგენდარული მიგელ მუნიოსია, რომელმაც „რეალი“ მინდორზე 605-ჯერ გაიყვანა. ალბათ რთული წარმოსადგენია, რომ ზიდანმა აღნიშნული შედეგი გაიმეოროს.
246 მატჩიდან ზიდანის გაწვრთნილმა გუნდმა 161 მოიგო, 50 ფრედ დაასრულა და 35 წააგო. ზიზუს გუნდის აქტივში ჩაწერილია 11 ტიტული. კერძოდ, ჩემპიონთა ლიგის 3 თასი, 2 ლა ლიგის თასი, 2 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 2 ესპანეთისა სუპერთასი და 2 ევროპის სუპერთასი.
246 დაპირისპირებიდან 171 ლა ლიგაზე მოდის, 48 ჩემპიონთა ლიგაზე, 16 სამეფო თასზე, 5 ესპანეთი სუპერთასზე, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე და 2 ევროპის სუპერთასზე.
- 7 მარტი 2021
- 828
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.