ზიდანი:„მსაჯის გადაწყვეტილებებში ჩარევას არ ვაპირებ“
ზინედინ ზიდანმა მადრიდული დერბის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მატჩი გაანალიზა.
„მსაჯის გადაწყვეტილებებში ჩარევას არ ვაპირებ. მე პატივს ვცემ იმ ადამიანს, რომელიც დღევანდელ დაპირისპირებას ემსახურებოდა.“
„უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრმა მომენტი განმეორებით ნახა. ახლა სიღრმეებში ჩართვას არ ვაპირებ.“
„ბრძოლა გრძელდება. ჩვენ გვსურდა, რომ გამარჯვება მოგვეპოვებინა, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. პირველ ნახევარში „ატლეტიკოს“ დომინირება შეიმჩნეოდა, მეორე 45 წუთი კი ჩვენი იყო.“
„დანებებას არ ვაპირებთ. დიახ, ახლა სულ სხვა ვითარებაა, გამარჯვების შემთხვევაში კი ბევრად მეტი შანსი გვექნებოდა.“
„ვფიქრობ, ცვლილებებმა გაამართლა და მადრიდული გუნდი უფრო პროდუქტიული გახდა. როგორც ვინისიუსი, ასევე ფედერიკო ვალვერდე პროდუქტიულად შევიდნენ მოედანზე.“
„გასახდელში ყველა ფეხბურთელს ვუთხარი, რომ მათი მადლიერი ვარ. ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ და ბრძოლას განვაგრძობთ“
„„ბარსელონას“ მეორე ადგილზე გადასვლა? დიახ, აქამდე ჩვენ თანაბარი ქულები გვქონდა. ახლა კატალონიური კლუბი წინ არის, მაგრამ ბევრი რამის შეცვლა შეიძლება. ჩვენ არამხოლოდ მეორე პოზიციაზე გადასვლაზე, არამედ ჩემპიონობაზე ვფიქრობთ.“
- 7 მარტი 2021
- 5 034
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.