„რეალისა“ და „ატლეტიკოს“ ფეხბურთელების დაპირისპირება გასახდელთან
მადრიდული დერბის პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელთან ახლოს ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მთავარი გმირები კოკე და ლუკას ვასკესი იყვნენ, ბოლოს კი საქმეში ნაჩო, ლუის სუარესი და სხვებიც ჩაერთნენ.
არდანიშნული პენალტის შესახებ ვასკესი და ერმოსო კამათობდნენ, რასაც კოკეს მხრიდან ვასკესზე ხელის მირტყმა მოჰყვა. მადრიდისტა ამ ფაქტმა აღაშფოთა და რომ არა თანმხლები პირები ხელჩართული ჩხუბი გარდაუვალი იქნებოდა.
ვასკესმა კოკეს ნაგავი უწოდა, ბოლოს კი საქმეში ნაჩო ფერნანდესი და ლუის სუარესიც ჩაერთნენ.
ჯერ-ჯერობით უცნობია, შეისწავლის თუ არა სადისციპლინო კომიტეტი „ატლეტიკოსა“ და „რეალის“ ფეხბურთელების ქმედებებს.
- 7 მარტი 2021
- 8 282
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.