ზიდანი დერბიში 5 ნახევარმცველიან ტაქტიკაზე ფიქრობს
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ დერბი შესაძლოა 5 ნახევარმცველით ითამაშოს და ბურთის აბსოლუტურ ფლობაზე გააკეთოს კონცენტრაცია.
თუ ვარაუდი გამართლდება, ნახევარდაცვაში ერთიანად ვიხილავთ კაზემიროს, ვალვერდეს, მოდრიჩს, კროოსს და ისკოს, წინ კი მხოლოდ კარიმ ბენზემა იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ „რეალი“ შეტევის გაძლიერებას დააპირებს, ზიზუს მეორე ტაიმში საკმაოდ დიდი არჩევანი ექნება ასენსიოს, ვინისიუსისა და როდრიგოს სახით.
5 ნახევარმცველით თამაშის შემთხვევაში მეტი დატვირთვა მიეცემა დაცვის ფლანგებს და შეტევაში ხშირად ვიხილავთ მენდისა და ლუკას ვასკესს, რომელიც მარჯვენა მცველად იასპარეზებს.
აღნიშნული ტაქტიკა ზიზუს რამდენჯერმე გამოუყენებია, მათ შორის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე.
- 7 მარტი 2021
- 843
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.