72 საათი მბაპეს საბოლოო პასუხამდე!
ფრანგული გამოცემების ცნობით, „პსჟ“ კილიან მბაპესგან საბოლოო პასუხს 10 მარტს ელის. გამოდის, რომ ფრანგი ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით დაახლოებით 72 საათში ბევრი რამ უნდა გახდეს ცნობილი.
მადრიდის „რეალი“ აქტიურად აკვირდება პარიზში განვითარებულ მოვლენებსა და კილიან მბაპეს მომავალზე სერიოზულად ფიქრობს.
თუ მბაპე განაცხადებს, რომ „პსჟ“-სთან კონტრაქტს არ ახანგრზლივებს, ფლორენტინო პერესი აქტიურ მოქმედებებზე გადავა.
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ ალ ჰელაიფს 180 მილიონ ევროს შესთავაზებს. ეს იქნება რეალური წინადადება სამეფო კლუბის მხრიდან, რომელზეც პარიზული მხარე აუცილებლად დაფიქრდება.
- 7 მარტი 2021
- 2 659
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.