კარლო ანჩელოტი ისკოსა და ვასკესს „ევერტონში“ ეპატიჟება
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ლივერპულის „ევერტონის“ მთავარი მწვრთნელი, კარლო ანჩელოტი ისკო ალარკონსა და ლუკას ვასკესს პრემიერლიგაში ეპატიჟება.
კარლიტო ცდილობს, რომ ესპანელი ფეხბურთელები ინგლისში გადასვლაში დაარწმუნოს. ისკოს დაყოლიების შემთხვევაში „ევერტონს“ მის სანაცვლოდ გარკვეული თანხის გაღება მოუწევს, ვასკესი კი თავისუფალი აგენტი ხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისურ მხარეს მისი დამატება უფასოდ შეეძლება.
ანჩელოტი ამის პარარელურად ხამეს როდრიგესის დაყოლიებეასაც ცდილობს, რომელიც წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს. კარლიტოს აზრით, ხამესი-ისკოს დუეტი ძალიან საინტერესო იქნება, ხოლო ვასკესი გუნდის შეტევით პოტენციალს მნიშენელოვნად გაზრდის.
- 7 მარტი 2021
- 559
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.