ფელიქს დიასი:„ვასკესი და „რეალი“ ვერ შეთანხმდნენ“
ფელიქს დიასის განცხადებით, მადრიდის „რეალსა“ და ლუკას ვასკესს შორის მოლაპარაკებები ვერ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ზინედინ ზიდანი ესპანელ ფეხბურთელთან თანამშრომლობის გაგრძელებას ითხოვს, მხარეები დათმობაზე არ მიდიან.
ვასკესმა „ბლანკოსის“ კიდევ ერთი შეთავაზება დაბლოკა, რის შემდეგაც ხელმძღვანელობამ ფეხბურთელს გამოუცხადა, რომ შეუძლია სხვა კლუბი მოძებნოს.
ლუკასის აგენტი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს მსურველ კლუბებთან. არაოფიციალური ინფორმაციით, გამოცდილ ფეხბურთელზე პრეტენზიას 4 კლუბი აცხადებს.
- 7 მარტი 2021
- 477
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.