„ბარსელონამ“ მოიგო, „რეალი“ უფრო რთულ სიტუაციაშია
კატალონიის „ბარსელონამ“ გუშინ ღამე გასვლითი დაპირისპირება მოიგო და 56 ქულას მოუყარა თავი. ახლა კუმანისა და ზიდანის გუნდს შორის სხვაობა 3 ქულაა. „რეალისთვის“ პრიორიტეტი არამხოლოდ „ატლეტიკოსთან“ ქულათა სხვაობის შემცირება, არამედ „ბარსელონასთან“ გათანაბრებაც იქნება.
თუ „ბლანკოსი“ დიეგო სიმეონეს გუნდს ვერ დაამარცხებს, მესამე ადგილზე მოუწევს დარჩენა, რაც მადრიდისტებისთვის ნამდვილად ძალიან ცუდი შედეგი იქნება.
რაც შეეხება მეოთხე ადგილზე მყოფ „სევილიას“. ლოპეტეგის გუნდმა კიდევ ერთი წარუმატებელი მატჩი გამართა და 48 ქულა აქვთ აქტივში. თუ „რეალი“ დერბის მოიგებს, მეოთხეადგილოსანთან სხვაობა 8 ქულამდე გაიზრდება.
- 7 მარტი 2021
- 631
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.