ჰოლანდი „რეალისა“ და მთელი მსოფლიოს გაოცებას განაგრძობს
ერლინგ ჰოლანდს სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა იმისათვის, რომ მიუნხენის „ბაიერნის“ კარში 2 გოლი გაეტანა და „დორტმუნდი“ დიდი სხვაობით გაეყვანა წინ. მართალია, ჰანს ფლიკის გუნდმა დიდი „ქამბექი“ შემოგვთავაზა და 4-2 იმარჯვა, მაგრამ ჰოლანდის საოცარი გამოსვლა დღეს პრესის მთავარი თემაა.
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ ჰოლანდმა ფლორენტინო პერესი კიდევ ერთხელ დაარწმუნა მის ეფექტურობასა და კლასში.
თავის მხრივ, „დორტმუნდი“ მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს. ნორვეგიელი ფეხბურთელის არნახული შედეგიანობა ნამდვილად მიანიშნებს მის დიდ პერსპექტივაზე.
ზაფხულში „ბლანკოსი“ ახალგაზრდა ფორვარდისთვის ბრძოლაში ფავორიტი იქნება.
- 7 მარტი 2021
- 711
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.