ზიდანი:„ჩვენთვის მადრიდული დერბი ფინალის ტოლფასია“
ზინედინ ზიდანმა „ატლეტიკოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა და მთავარ საკითხებზე ისაუბრა. სამეფო კლუბი მადრიდული დერბისთვის აბსოლუტურად მზად არის.
„ჩემი გუნდი მხოლოდ გამარჯვებაზეა ორიენტირებული. ვიცით, რომ „ატლეტიკოსთან“ ფინალი გველის, ეს იქნება განსაკუთრებული მატჩი, რომლის შედეგსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ვერ მოვიგებთ, ბრძოლას თავს არ დავანებებთ, მაგრამ თუ 3 ქულას ჩავიწერთ აქტივში, ჩვენი შანსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.“
„კარიმ ბენზემა დაბრუნდა, ფრანგი ფეხბურთელი მოედანზე გავა და გუნდის დახმარებას ეცდება. „9“-იანის ყოლით წინ გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებით.“
„დიახ, ბევრი გოლი ვერ გაგვაქვს, მაგრამ მთავარი ამ ეტაპზეა შედეგებია. მე ხელს მოვაწერდი დერბის მინიმალური ანგარიშით მოგებასაც. დიახ, რა თქმა უნდა ჩემი მიზანია, რომ გუნდი უფრო შედეგიანი იყოს, მაგრამ ამ მხრივ ძალიან დიდი პრობლემების დანახვა მთავარი არ არის. როდესაც ფეხბურთელი გახლდათ, ბევრი გოლი არ გამიტანია, მაგრამ ბევრჯერ გახლდით ეფექტური.“
„აზართან დაკავშირებით რისკი გამორიცხულია. ბელგიელი ძალიან მთხოვს, რომ მალე დავაბრუნო, მაგრამ გადაწყვეტილებას ექიმებზე დაყრდნობით მივიღებ. ედენის ემოციური ფონი გასაგებია, თუმცა ახლა სწორედ ის დროა, როდესაც სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ და ფეხბურთელი მაშინ გავიდეს მოედანზეც, როდესაც 100%-ით მზად იქნება.“
„„რეალი“ დერბის მთავარი ფავორიტი არ არის. ვფიქრობ, რომ შანსი თანაბარია და ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც უფრო მობილური იქნება და ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.“
„90 წუთის მანძილზე ძალიან სერიოზული ბრძოლა გველის, ვინაიდან მეტოქე მრისხანეა. სიმართლე გითხრათ, ჩემ ფეხბურთელებს უყვართ, ასეთი გამოწვევების გადალახვა და ვიმედოვნებ, რომ ამ მატჩსაც მოვიგებთ.“
„კურტუა „რეალში“ კიდევ უფრო გამოცდილი და მაღალი დონის მეკარე გახდა. ბელგიელი გუნდის წარმატებაში დიდ როლს თამაშობს.“
„კაზემირო, კროოსი და მოდრიჩი არნახულ ტრიოს ქმნიან. ამ სამეულმა ბევრი ტიტული მოიგო და უდიდეს გამოცდილებას ფლობს. არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული ტრიო მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესოა. ვფიქრობ, ამ მოსაზრებას ნამდვილად აქვს არგუმენტები.“
„ვინისიუსის და ასენსიოს ციფრები შთამბეჭდავი არ არის, მაგრამ ეს საერთო სურათია ბრალია. თუ გუნდი ბევრ შანსს შექმნის, ისინი უფრო პროდუქტიულები გახდებიან.“
„მადრიდის „ატლეტიკოსთან“ პირადად კარგი შედეგები მაქვს, ბოლო დროის შედეგები იმედისმომცემია, თუმცა ეს არაფერს ცვლის. ხვალ ყველაფერი ნულიდან იწყება. თუ სიმეონეს გუნდს ვერ მოვიგებთ, თავს ცუდ მდგომარეობაში ჩავიგდებთ, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს არ მოხდეს.“
- 6 მარტი 2021
- 3 250
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.