„რეალი“ რამოსის პასუხს მარტის ბოლომდე ელის
მადრიდის „რეალი“ სერხიო რამოსისგან საბოლოო პასუხს მარტის ბოლომდე ელის. ფლორენტინო პერესმა კაპიტანს დამატებით 1 თვიანი ვადა მისცა, რაც სრულიად საკმარისია...
გუნდის უდავო ლიდერი ახლა ინტენსიური ვარჯიშის პირობებში აპირებს, რომ „ატალანტასთან“ მატჩისთვის მზად იყოს.
რამდენიმე დღის წინ სერხიომ განაცხადა, რომ სანერვიულო არაფერია, თუმცა მადრიდისთვის მხოლოდ სიტყვები არაფერს ნიშნავს. თუ კაპიტანი თვლის, რომ სანერვიულო მართლაც არაფერია, ახალ კონტრაქტს უნდა მოაწეროს ხელი.
„მარკას“ ინფორმაციით, მაგიდაზე დევს 2 წლიანი ხელშეკრულება, რომლის პირველ წელს სერხიოს ხელფასი 10.8, ხოლო მეორე წელს 12 მილიონი ევრო იქნება.
- 6 მარტი 2021
- 502
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.