კლოპის დანიშვნის შემთხვევაში „რეალს“ 6 ფეხბურთელის ყიდვა მოუწევს
იურგენ კლოპის მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელად დანიშვნასთან დაკავშირებით არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. გერმანელ სპეციალისტის „ლივერპულის“ ფეხბურთელებთან კომფლიქტი აქვს და მისი შედეგებიც ნამდვილად არ არის საიმედო.
ბრიტანული გამოცემები იუწყებიან, რომ მერსისაიდული კლუბი კლოპის შემცვლელად იულიან ნაგელსმანს მოიაზრებს, ვინაიდან რამდენიმე თვის წინ იურგენის მიმართ ინტერესი გერმანიის ნაკრებმაც გამოხატა.
თუ კლოპი „ლივერპულს“ მართლაც დატოვებს, „რეალი“ მაქსიმალურად ეცდება, რომ გერმანელი ეროვნულ ნაკრებში არ გაუშვას და ესპანეთში მიიწვიოს.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ კლოპის დანიშვნის შემთხვევაში „ბლანკოსს“ 6 ფეხბურთელის ყიდვა მოუწევს, რომლის სათავეშიც ვირჯილ ვან დაიკი იქნება, რადგან გერმანელი უდიდეს პატივს სცემს ჰოლანდიელს და მსოფლიოს საუკეთესო მცველად მიიჩნევს.
კლოპის ფავორიტი ასევე არის კილიან მბაპე, რომელსაც ის „ლივერპულშიც“ ეპატიჟებოდა.
არ არის გამორიცხული, იურგენის მმართველობის პირობებში მადრიდული გუნდის რიგებს დაუბრუნდეს ფაბინიო, რომელიც ბევრი წლის წინ სწორედ „მერენგებში“ დგამდა პირველ ნაბიჯებს.
მერსისაიდელთა დამრიგებელს ასევე ძალიან მოსწონს ტრენტ ალექსანდრ არნოლდი და მისი დანიშვნის შემთხვევაში განაპირა მცველის ტრანსფერის განხორციელების საკითხიც დადგება.
გარდა აღნიშნული ფეხბურთელებისა, „ბლანკოსის“ რადარზე კვლავ იქნებიან ერლინგ ჰოლანდი და დავიდ ალაბა.
ყოველივე ზემოაღნიშნული რა თქმა უნდა არ სცდება ვარაუდის დონეს, თუმცა კლოპისა და „ლივერპულის“ ურთიერთობა იმდენად დაძაბულია, რომ „განშორება“ სავსებით რეალური იქნება.
- 6 მარტი 2021
- 6 081
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.