კროოსი:„კარიერის დასრულება „რეალში“ მსურს“
ტონი კროოსმა 309-ე მატჩთან დაკავშირებით ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა...
„ეს განსაკუთრებული მომენტია. მახსენდება ნეტცერი, შუსტერი, შტილიკე და სხვები. დიახ, მე ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით ვარ, რაც ძალიან მახარებს და უფრო მოტივირებულს მხდის.“
„დიახ, შტილიკეს ვაჯობე, ის ნამდვილი ლეგენდა იყო. მიხარია და საოცარი შეგრძნებები მაქვს. მსურს, რომ კარიერა მადრიდის „რეალში“ დავასრულო. ჩემი ოცნება ისაა, რომ „ბლანკოსიდან“ წასვლის შემდეგ არამხოლოდ „ბლანკოსის“ ქომაგებს, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ქომაგებს ამ სიტყვებით დავემშვიდობო - „მე მსოფლიოს საუკეთესო კლუბში დავასრულე კარიერა“.
„კარგად მახსოვს 2014 წელი, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მადრიდში ჩამოვედი და „რეალის“ ფეხბურთელობა გავითავსე. სტარტზევე ტიტული მოვიგეთ, ჩვენ ევროპის სუპერთასის მფლობელები გავხდით. სიმართლე გითხრათ, სადებიუტო მატჩი რთული არ იყო, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს „ბლანკოსის“ წევრი მანამდეც ვიყავი. ამაზე ყურადღება მატჩის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმაც გაამახვილა და წარმატებები მისურვა.“
„სრულყოფილი ფეხბურთელი არ არსებობს. ყველანი ვიზრდებით და მუდმივად სწავლის რეჟიმში ვართ. ფეხბურთელებს შორის ყოველთვის არის განსხვავებები.“
„ფანებს დიდ მადლობას ვუხდი. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე არნახულ შედეგებს მივაღწიეთ, რაც პირველ რიგში სწორედ მათი დამსახურება იყო. ფინალები დაუვიწყარია. ალბათ კარიერის დასრულების შემდეგ ამ ყველაფერს კიდევ უფრო კარგად გავაანალიზებ. ევროსარბიელზე ახლაც გამოვდივართ და ვთვლი, რომ გამარჯვების შანსი გვაქვს. კიდევ მსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება, ეს არის ყველასთვის საოცნებო ტურნირი.“
„კარგად მახსოვს კიევში მოგებული ჩემპიონთა ლიგაზე, ვინაიდან მთელი ოჯახი ჩემთან ერთად იყო და სიხარული გაიზიარა. სხვა შემთხვევაში მთელი ოჯახის წაყვანას ფინალზე ვერ ვახერხებდი, რასაც სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა.“
„სერხიო რამოსთან ერთად გადაღებული სურათი, რომელიც მსოფლიომ აიტაცა, ძალიან ბევრს ნიშნავს. დიახ, ის ბუცებს მიწმინდავდა, რაც მადლიერების გამომხატველი ჟესტი იყო. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენი კავშირი სტანდარტულების დროს, ჯარიმა იქნება ეს თუ კუთხური, ძალიან მნიშვნელოვანი და სახიფათოა. ესპანელი შესანიშნავი შემსრულებელია და ყოველთვის ვცდილობ, რომ საგოლე გადაცემა მივაწოდო.“
„გოლი, რომელიც „ვალენსიასთან“ გავიტანე ნამდვილად დაუვიწყარი იყო. ასეთი მომენტები ხშირად არ იქმნება, სწორედ ამიტომ უწოდეს ამ გოლს ოლიმპიური.“
- 6 მარტი 2021
- 4 368
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.