„ატლეტიკოსთვის“ მზადება გრძელდება
ზინედინ ზიდანის ფეხბურთელები მადრიდული დერბისთვის მზადებას ინტენსიურ რეჟიმში აგრძლებენ. „ატლეტიკოსთან“ მატჩამდე მხოლოდ 2 დღეა დარჩენილი.
დღევანდელ სესიაზე მონაწილეობა კვლავ მიიღო კარიმ ბენზემამ, რომელსაც ინდივიდუალური პროგრამა აქვს, მაგრამ შესაძლოა დერბიში ითამაშოს.
უფრო მეტად დაიტვირთა ედენ აზარი, თუმცა ბოლომდე მზად არც ბელგიელი ფეხბურთელია.
სესიაზე დიდი ყურადღება დაეთმო ბურთიბს ფლობას, მოკლე და გრძელ სივრცეებში ტაქტიკურ და კომბიანციურ თამაშს, პრესინგსა და კარში დარტყმებს.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ირჯებოდნენ, შემდეგ კი გუნდს შუერთდნენ და მთავარი მწვრთნელის დავალაებები შეასრულეს.
ზიდანმა ვარჯიშზე რამდენიმე კასტილიელიც იხმო და მთავარი გუნდის მოთამაშეებთან ერთად ავარჯიშა.
- 5 მარტი 2021
- 739
- 3