სალაჰი და ვან დაიკი „რეალში“ 200 მილიონად!
ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მუჰამედ სალაჰისა და ვირჯილ ვან დაიკის ერთად დამატებას გეგმავს და თვლის, რომ ამ ტრანსფერების შემთხვევაში გუნდის რესურსი და ეფექტიანობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ეგვიპტელი წინახაზელი მერსისაიდელთა რიგების დატოვებას გეგმავს, მას იურგენ კლოპთან ძალიან ცუდი ურთიერთობა აქვს და თვლის, რომ „ლივერპულში“ აღარ უნდა დარჩეს.
რაც შეეხება ვან დაიკს, 29 წლის მცველმა უმძიმესი ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად მთელი სეზონი უცდება. ფლორენტინო პერესი თვლის, რომ ვან დაიკი რამდენიმე წელი უმაღლეს დონეზე თამაშს კიდევ შეძლებს და რამოსის ღირსეული შემცვლელი იქნება.
ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალი“ 2 ტრანსფერისთვის 200 მილიონის გადახდას გეგმავს და თვლის, რომ ორივე შეთანხმება შესაძლებელია.
- 5 მარტი 2021
- 1 424
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.