ბენზემა:,,რონალდუს წასვლის შემდეგ ჩემზე ბევრი რამ გახდა დამოკიდებული"
კარიმ ბენზემამ ჟურნალისტებთან საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.
„კრიშტიანოსთან ერთად თამაში ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იყო. პორტუგალიელ ფეხბურთელს წელიწადში 50 გოლი გაჰქონდა, ის საოცარი ფიგურა იყო. ყველაფრის მიუხედავად უნდა ვაღიარო, რომ მისი „იუვენტუსში“ წასვლის შემდეგ საკუთარი თავის რეალიზაცია უფრო მოვახდინე.“
„ზიდანი ჩემთვის დიდი ძმაა, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.“
„ძალიან ცოტა მეგობარი მყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ფენომენს დიდ პატივს ვცემ.“
„გრძნობების გამოხატვა არ მიყვარს და ვთვლი, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. ჩემთვის არასდროს ყოფილა სისუსტეების სააშკარაოზე გამოტანა მისაღები.“
„ჩემი კუმირი რონალდო იყო, ნაზარიოს საფეხბურთო სტილი საოცარი გახლდათ, რაც მთელ მსოფლიოს იზიდავდა.“
„ბავშვობა მარტივი არ იყო, ვუყურებდი სხვებს, ვისაც ბევრი ფული ჰქონდათ და საოცარი მანქანებით დადიოდნენ.“
„მერწმუნეთ, ფულში ბედნიერება არ დევს, მილიონები მხოლოდ ფუფუნებისთვის არსებობს.“
- 5 მარტი 2021
- 2 866
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.