„ატლეტიკოსთვის“ მზადება გრძელდება
მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებმა კიდევ ერთი ვარჯიში გამართეს. ზიზუს გუნდი მადრიდული დერბისთვის ემზადება.
დღევანდელ სესიაზე მთავარმა მწვრთნელმა დიდი ყურადღება დაუთმო ტაქტიკურ მონახაზებს, მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშს და ბურთის ფლობის კომპონენტს.
ბენზემამ და აზარმა განცალკევებით ივარჯიშეს, ისინი სრულ დატვირთვას ვერ იღებენ.
სერხიო რამოსი უფროდაუფრო მეტ დავალებას ასრულებს, კაპიტანი „ატალანტასთვის“ ემზადება.
ხვალ გუნდი კიდევ ერთ სესიას გამართავს.
- 4 მარტი 2021
- 651
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.