„ვილიარეალს“ პაუ ტორესის დათმობა არ სურს
„ვილიარეალის“ ხელმძღვანელობა ყველაფერს იღონებს იმისათვის, პაუ ტორესი კლუბში დარჩენაზე დაიყოლიოს. ესპანელ ფეხბურთელს მადრიდის „რეალი“ ეპატიჟება, ამიტომ ცდუნება მართლაც დიდია...
ფლორენტინო პერესი არჩევანს ჯულს კუნდესა და პაუს შორის აკეთებს. ამ ეტაპზე ტორესის ფასი დაახლოებით 70 მილიონ ევროს შეადგენს, მაგრამ „ყვითელ წყალქვეშა ნავს“ ამ შემთხვვაში თანხა არ აინტერესებს და თვლის, რომ ტორესის დატოვება უმნიშვნელოვანესია.
ესპანური გამოცემების ცნობით, „რეალი“ თავად ფეხბურთელთან ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და 6 წლიანი შეთავაზება აქვს.
- 4 მარტი 2021
- 720
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.