ისკო „რეალს“ სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების ნებართვას სთხოვს
გამომდინარე იქედან, რომ ისკოს კონტრაქტი მადრიდის „რეალთან“ ესპანეთის დედაქალაქში კიდევ წელიწადნახევრით დარჩენას ითვალისწინებს, ალაკრონს წასვლა სურს.
ხელშეკრულების მიხედვით, ისკოს სხვა კლუბებთან ოფიციალური მოლაპარაკებების წარმოების დაწყებას უფლება 2022 წლის იანვრიდან შეუძლია, მაგრამ ფეხბურთელი ხელმძღვანელობას სთხოვს, რომ ახლავე მიეცეს სხვა კლუბებთან კონტაქტის უფლება.
ესპანელი ფეხბურთელი ბოლო დროს მოედანზე ხშირად სჩანს, მაგრამ ეს მის გეგმებს არ ცვლის. ალარკონი ხვდება, რომ კლუბი უნდა შეიცვალოს.
ამ ეტაპზე ისკოზე ყველაზე დიდ აქტიურად „სევილია“ იჩენს, მსურველ კლუბებს შორის არის ლონდონის „არსენალიც“, რომელსაც სეზონის ბოლოს მარტინ ოდეგორის დაბრუნება მოუწევს.
- 3 მარტი 2021
- 2 328
- 14