კეილორ ნავასი:„„პსჟ“-ში უფრო დიდ პატივს მცემენ, ვიდრე მადრიდში“
კეილორ ნავასმა მადრიდის „რეალში“ გატარებული წლები გაიხსენა და გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი წყენა გამოამჟღავნა.
„ყოველთვის „რეალის“ მადრიდელი ვიქნები, ამ კლუბთან ერთად საოცრებები შევძელი და ისტორია დავწერე, რომელიც არასდროს წაიშლება. არ მაქვს პრეტენზია, რომ ისეთი დიდებული მეკარის გვერდზე ვიდრე, როგორიც კასილიასი იყო, მაგრამ მე ჩემი ძალისხმევითა და თავმდაბლობით ყოველთვის ვცდილობდი, რომ „ბლანკოსისთვის“ სარგებელი მომენატა.“
„არასდროს მითქვამს, თუმცა ხშირად მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ სათანადოდ არ მაფასებდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ზოგიერთ ადამიანზე ითქმოდა და არა ყველაზე. პარიზში ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ აქ სხვაგვარი მიდგომებია და უფრო მეტად მცემენ პატივს, ვიდრე ესპანეთის დედაქალაქში.“
„არასდროს დამავიწყდება ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი, როდესაც „რეალის“ ფეხბურთელებთან ერთად თასი აღვმართე, საოცარი და დაუვიწყარი გრძნობები იყო.“
- 3 მარტი 2021
- 6 780
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.