„რეალში“ დაბრუნების შემთხვევაში ბეილი ხელფასის შემცირებას არ დათანხმდება
გარეთ ბეილი შესაძლოა „რეალში“ დაბრუნდეს, მაგრამ უელსელი ფეხბურთელი ფლორენტინო პერესის წინადადებას არ განიხილავს, რომელიც ხელფასის 15%-ით შემცირებას ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანელმა ფეხბურთელმა მადრიდულ მხარეს აცნობა, რომ შემოსავლის არცერთი ევროთი შემცირებას არ გეგმავს.
ამ ეტაპზე გარეთის ხელფასს იხდის როგორც „რეალი“, ასევე „ტოტენჰემი“, რაც ფლორენტინო პერესის ხარჯებს შედარებით ამცირებს.
ესპანური გამოცემების ცნობით, გარეთის პოზიციამ „ბლანკოსს“ კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მისცა იმისა, რომ ის გაყიდოს.
- 3 მარტი 2021
- 1 351
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.