შუსტერი:„„რეალმა“ ლიმიტი ამოიწურა, ტრანსფერების გარეშე კრიზისი გარდაუვალია“
ბერნდ შუსტერმა მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობას ახალი ფეხბურთელის ყიდვა უსურვა. გერმანელი სპეციალისტის აზრით, ახალი სახეების გამოჩენის გარეშე კრიზისი გარდაუვალია.
„ზინედინ ზიდანს არათანაბარ პირობებში უწევს ლა ლიგისთვის ბრძოლა. იცით რატომ? იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი ჰყავს. გარდა ამისა, გუნდს რესურსი არ აქვს, ეს აღარ არის ის გუნდი, რომელიც წლების წინ საოცრებებს გვაჩვენებდა.“
„დღეს „ბარსელონასა“ და „ატლეტიკოს“ გაცილებით მეტი რესურსი და ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ, ვიდრე სამეფო კლუბს, განსაკუთრებით ამის თქმა შეტევაზე შეიძლება.“
„როდესაც გუნდს კარვახალი, ბენზემა და რამოსი აკლია, პერსპექტივა ფაქტობრივად განულებულია.“
„ასევე მაკვირვებს მენდის გარდასახვა. ფრანგმა სპეციალისტმა მარსელოსთან კონკურენცია და დუელი იმით მოიგო, რომ დაცვაში გაცილებით საიმედო იყო, ვიდრე ბრაზილიელი მოთამაშე. ჩვენ ბოლო თვეებში ვხედავთ ფერლანს, რომელიც მარცხენა გარემარბია და არა მცველი.“
„ახალი სახეების გარეშე „მერენგების“ რიგებში პერსპექტივას ვეღარ ვხედავ. თუ პერესი ფეხბურთელებს არ იყიდის, კრიზისი გარდაუვალია.“
- 3 მარტი 2021
- 1 257
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.