რამოსის და პერესის შეთანხმების უცნობი დეტალები!
ესპანური გამოცემები სერხიო რამოსისა და ფლორენტინო პერესის შეთანხმების ახალ დეტალებზე ამახვილებენ ყურადღებას. კაპიტანი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოს არის და ფინანსური საკითხებიც ცნობილია.
რამოსი დათანხმდა, რომ 2 წლიანი კონტრაქტის სანაცვლოდ პირველ წელს ხელფასი შეიმციროს. კერძოდ, უკანახაზელი 2021/22 წლების სეზონში ხელფასის სახით 10.8 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო 2022/23 წლების სეზონში 12 მილიონს.
ამასთანავე ცნობილი ხდება, რომ 2023 წლის იანვრიდან სერხიოს სხვა კლუბებთან მოლაპარაკებების უფლება მიეცემა, თუმცა თუ სამეფო კლუბი საჭიროდ ჩათვლის, მას დამატებით 1 წლიან კონტრაქტს შესთავაზებს, ეს ყველაფერი ფეხბურთელის სათამაშო კონდიციასთან იქნება დაკავშირებული.
- 3 მარტი 2021
- 1 146
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.