მბაპე მიდის, 10 მარტს ყველაფერი ცნობილი უნდა გახდეს
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპემ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის პარიზულ კლუბს დატოვებს. „პსჟ“-ს გენერალურმა დირექტორმა მსოფლიო ჩემპიონს ვადა 10 მარტამდე განუსაზღვრა, მადრიდის „რეალი“ კი ახლა ისე აქტიურობს, როგორც არასდროს.
ფლორენტინო პერესი აქტიურად აკვირდება მოვლენებს, რომელიც საფრანგეთის დედაქალაქში ვითარდება. მბაპე იძულებულია საბოლოო პასუხი თქვას.
კილიანმა სამეფო კლუბისგან კონკრეტული შეთავაზებები უკვე მიიღო. „რეალი“ ფრანგს მოუწოდებს, რომ ზეწოლას გაუძლოს და ზაფხულში ყველაფერი დასრულდება.
მბაპე ხვდება, რომ თუ კონტრაქტს გაახანგრძლივებს, „პსჟ“-ში წლების მანძილზე მოუწევს დარჩენა, რაც მის გეგმებში არ შედის.
RMC-ს ცნობით, მარტი იქნება ის თვე, რომელშიც კილიანთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს შევიტყობთ.
- 3 მარტი 2021
- 4 477
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.