ABC - პერესი ზიდანის რეალურ ალტერნატივას ვერ ხედავს
ესპანური ABC-ს ცნობით, ფლორენტინო პერესი ზინედინ ზიდანთან დადებული კონტრაქტის ბოლომდე მიყვანას გეგმავს და თუ სამეფო კლუბი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალიდან არ გამოვარდება, ფრანგ სპეციალისტს თანამდებობის შენარჩუნება შეეძლება.
ამ ეტაპზე გუნდის მმართველი ზიზუს რეალურ ალტერნატივას ვერ ხედავს. რაული კარგი ვარიანტია, თუმცა ამ ეტაპზე მისი მთავარ მწვრთნელად დანიშვნა დიდ რისკებს შეიცავს, თანაც იმ ფონზე, რომ გუნდში ყველაფერი რიგზე არ არის.
ABC-ს ცნობით, ფლორენტინო სეზონის ბოლოს მთავარ მწვრთნელს შეხვდება და გარკვეულ დეტალებს განიხილავს. პერესი ასევე აცნობიერებს, რომ კილიან მბაპეს ტრანსფერის თვალსაზრისით ზიზუს გუნდში ყოფნას უდიდესი მნიშვნელობა მიენიჭება.
„ბლანკოსთან“ მიმდინარე ხელშეკრულება ზიზუს 2022 წლის ზაფხულს ეწურება, მისი გახანგრძლივების პერსპექტივა კი ნაჩვენებ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
- 2 მარტი 2021
- 1 160
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.