ზიდანი „რეალის“ პრეზიდენტს 5 ფეხბურთელის ყიდვას სთხოვს!
იმისათვის, რომ მადრიდის „რეალმა“ ძველი დიდება დაიბრუნოს, ზინედინ ზიდანს მოთხოვნები აქვს. აღსანიშნავია, რომ მადრიდში დაბრუნების დღიდან ფრანგ მწვრთნელს სატრანსფერო მოთხოვნებს არ უსრულებენ, თუმცა ახლა ვითარება იმდენად შეცვლილია, რომ პერესს სხვა გზა არ აქვს.
ზიზუს უპირველესი მოთხოვნა კილიან მბაპეა. ფრანგი სპეციალისტი თვლის, რომ „პსჟ“-სთან მოლაპარაკება რაც შეიძლება დროულად უნდა დასრულდეს და მბაპემ მადრიდული გუნდის მაისური მოირგოს.
ამასთანავე ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ზინედინს პოლ პოგბა არ დავიწყებია და მას ისევ ხედავს საკუთარ გუნდში.
გარდაუვალია ცენტრალური მცველის დამატებაც, ზიდანის ფავორიტი დაიო უპამეკანო იყო, მაგრამ მან „ბაიერნისკენ“ აიღო გეზი. ამ ეტაპზე ყველაზე რეალურ ვარიანტად პაუ ტორესი განიხილება, დავიდ ალაბასთან დაკავშირებით კი სიახლეები არ არის ცნობილი.
სამეფო კლუბის მთავარი მწვრთნელი სერიოზულად ფიქრობს მარჯვენა ფრთაზეც და თვლის, რომ დანი კარვახალს ღირსეული შემცვლელი ესაჭიროება. თუ „ბლანკოსი“ აშრაფ ჰაკიმის დაბრუნებას ვერ შეძლებს, ალტერნატივებზე სერიოზულად უნდა იფიქროს.
და ბოლოს, ერლინგ ჰოლანდი, რომელიც პერესის სიმპატიაა, ზიზუსაც მოსწონს, თუმცა ფრანგი მიიჩნევს, რომ ამ ტრანსფერის 2022 წლისთვის გადაწევაც შეიძლება, ვინაიდან წინა ხაზში კარიმ ბენზემა სავსებით საკმარისია და თუ გუნდი მბაპესაც დაიმატებს, ძლიერ თავდასხმას ჩამოაყალიბებს.
- 2 მარტი 2021
- 5 376
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.