ვასკესსა და „რეალს“ შორის მოლაპარაკებები ისევ წარუმატებლად დასრულდა
როგორც სჩანს, ლუკას ვასკესი სეზონის ბოლოს სამეფო კლუბს მართლაც დატოვებს. ესპანელ ფეხბურთელს „ბლანკოსის“ ხელმძღვანელობასთან კიდევ ერთხელ ჰქონდა კომუნიკაცია, მაგრამ მხარეები პოზიციას არ ცვლიან...
ვასკესი 4 წლიან კონტრაქტს და იგივე ხელფასს ითხოვს, სამეფო კლუბი კი მოთამაშედ 3 წლიან ხელშეკრულებას და 15%-ით შემცირებულ ხელფასს სთავაზობს, რაც შემტევისთვის მიუღებელია.
ესპანური გამოცემების ცნობით, „მერენგებმა“ ვასკესს იმის უფლებაც მისცეს, რომ სხვა კლუბების წინადადები აქტიურ რეჟიმში განიხილოს, ხელშეკრულება კი მას ამის უფლებას 1 იანვრიდან აძლევდა.
ამ ეტაპზე ლუკასის მიმართ ღია ინტერესს „მილანი“ გამოხატავს.
- 1 მარტი 2021
- 707
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.