„რეალის“ პრეზიდენტმა ფეხბურთელს სიურპრიზი გაუკეთა
ფლორენტინო პერესი სამეფო კლუბის ფეხბურთელებს შეხვდა და ძალიან კარგი ინფორმაცია ამცნო.
ყველა პროგნოზითა და გათვლით სამეფო კლუბის ეკონიმიკური პრობლემები 2022 წლის ბოლომდე დასრულდება და ფეხბურთელების ხელფასი 10-იდან 25 პროცენტამდე იქნება გახსნილი.
პერესმა მოთამაშეებს მადლობა გადაუხადა იმ ვითარების აღქმისა და გაგებისთვის, რამაც „ბლანკოსს“ სერიოზული ფინანსური ზარალი მიაყენა.
2022 წლის მეორე ნახევრიდან ფეხბურთელების ხელფასები გაიზრდება, ასევე განახლდება კონტრაქტები და კლუბი სტაბილურ ფუნქციონირებას დაუბრუნდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულს დაემატება ახალი ბერნაბეუს გახსნა, რაც „რეალისთვის“ უდიდესი ფინანსური სარგებელის მომტანი იქნება.
- 1 მარტი 2021
- 4 336
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.