„ინტერს“ ვადა 30 მარტამდე აქვს
მილანის „ინტერი“ აშრაფ ჰაკიმის სატრანსფერო თანხის მეორე ნაწილის გადახდას 30 მარტამდე აპირებს, სხვა შემთხვევაში კი „რეალთან“ პრობლემები შეექმნება.
40 მილიონიდან 10 მილიონი სამეფო კლუბის ბიუჯეტს უკვე მიღებული აქვს, მეორე 10 მილიონი კი 30 მარტამდე უნდა მიიღოს. თუ „ნესაძური“ აღნიშნული თანხის გადახდას ვერ მოახერხებს. „ბლანკოსს“ ექნება ბერკეტები იმისათვის, რომ მაროკოელი ფეხბურთელი დაიბრუნოს.
რაც შეეხება თანხის სრულად მიღებას, მილანური კლუბი ვალდებულია 2021 წლის 31 დეკემბრამდე 40 მილიონი სრულად დაფაროს.
- 1 მარტი 2021
- 954
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.