პელეგრინი:„„რეალში“ სრულ ბედნიერებას ვერ მივაღწიე“

მანუელ პელეგრინი ჟურნალისტებს საინტერესო საკითხებზე ესაუბრა. ჩილელმა სპეციალისტმა მადრიდული კარიერა გაიხსენა.

„როდესაც „რეალში“ დავინიშნე, არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ვიყიდეთ, მაგრამ მე არ გახლდით ბედნიერი, რადგან პრეზიდენტი პერესისა და ჩემი ხედვები ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.“

„გავაძლიერეთ რამდენიმე პოზიცია, რომელიც გაძლიერებას არ საჭიროებდა, სამაგიეროდ ვერ გავამაგრეთ ის რგოლები, რომლის გამაგრებასაც აშკარად ვსაჭიროებდით.“

„ალბათ ბევრი მწვრთნელი იოცნებებდა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც პერესმა მიყიდა, მაგრამ სრულ ბედნიერებას ვერ მივაღწიე, ვინაიდან ყველაფერი ისე არ ხდებოდა, როგორც მსურდა.“

„ჩვენი გზები მალევე გაიყო. სეზონი დასრულდა და მივხვდი, რომ მადრიდული კარიერა აღარ გაგრძელდებოდა, მაგრამ როდესაც ერთი კარი იხურება, მეორე იხსნება.“

„„მალაგაში“ გატარბული დრო ძალიან კარგად მახსოვს, მაშინ ჩვენ მაქსიმალური შედეგები მივიღეთ და ვთვლი, რომ დაუვიწყარი ეპოქა შევქმენით, გუნდი წარმატებით გამოვიდა ევროსარბიელზეც.“

„სანამ „სიტიში“ დავინიშნებოდი, ინგლისური გუნდი ხოსეპ გუარდიოლას კანდიდატურას განიხილავდა, მაგრამ საბოლოო ჯამში შეთანხმებას ვერ მიაღწია და მე დამიძახეს.“

  • Bernabeu
  • 28 თებერვალი 2021
  • 971
  • 1

1

28 თებერვალი 2021 15:20

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
ას პროცენტიანს ბაზრობს, წინა ხაზში კი დავიმატეთ ხალხი მაგრამ დაცვა დირკა იყო. არადა იმ სეზონში შეიძლებოდა ლა ლიგის მოგება.

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)