„რეალმა“ „სოსიედადთან“ მატჩისთვის მზადება დაასრულა
ზინედინ ზიდანის ფეხბურთელებმა „სოსიედადთან“ დაპირისპირებისთვის მზადება დაასრულეს. გუნდს ბასკურ კლუბთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად 3 დღე ჰქონდა.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სრული დატვირთვის ივარჯიშეს ვალვერდემ, ოდრიოზოლამ, მარსელომ და როდრიგო გოეშმა.
ბურთთან ერთად ემზადებოდნენ მილიტაო და აზარიც, თუმცა მათ შედარებით განსხვავებული პროგრამა ჰქონდათ.
დღევანდელ სესიაზე ზიდანმა დიდი ყურადღება დაუთმო მოკლე სივრცეში ზუსტ და ტაქტიკურად გამართულ თამაშს, კარში დარტყმებსა და პრესინგს
„სოსიედადთან“ დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 23:55 საათზე შედგება.
- 28 თებერვალი 2021
- 740
- 2