რამოსი: "ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილნი"
ესპანეთი ეროვნული ნაკრების, დაცვის ხაზის უდაო ლიდერმა, სერხიო რამოსმა, მუნდიალის დაწყებამდე მცირე კომენტარი გააკეთა.
"გუნდმა ისე უნდა ითამაშოს, როგორც Euro 2008-ზე ითამაშა. ყველა ძალიან ვღელავთ მოახლოვებულ მსოფლიო თასზე, რადგან შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ჩავატარეთ ამხანაგური მატჩები, სადაც ვერცერთმა გუნდმა ჩვენი დამარცხება ვერ შეძლო. ეს ნაკრებისთვის ძალზედ დიდი სტიმულია."
"ყველა გუნდს საკუთარი კოზირი აქვს. ჩვენ აუცილებლად უნდა მოვიგოთ პირველი სამი მატჩი და შემდეგ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. მთავარია ოპტიმისტურად განვეწყოთ. ვფიქრობ წარმატების მიღწევა შეგვიძლია."
ინფორმაციის წყაარო: Realmadrid.com
- 10 ივნისი 2010
- 1 622
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.