რედონდო:„„რეალის“ მწვრთნელობა ჩემი ოცნებაა“
ფერნანდო რედონდო სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა, მან უკვე მოიპოვა შესაბამისი ლიცენზია და სურს, რომ მწვერვალები დაიპყროს. „რეალის“ ქომაგების ერთ-ერთმა საყვარელმა ფეხბურთელმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა, სადაც „ბლანკოსსაც“ შეეხო.
„მე ყოველთვის აქტიურად და დიდი ინტერესით ვადევნებ თვალს სამეფო კლუბში განვითარებულ მოვლენებს და ზოგადად მატჩებს. „რეალი“ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ამ კლუბში საოცარი დრო გავატარე.“
„მწვრთნელობა მარტივი არ არის, ვინაიდან რადიკალურად განსხვავებული სპეციფიკა აქვს, თუმცა მსურს, რომ ძალები მოვსინჯო.“
„პირველი ნაბიჯები უკვე გადავდგი, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. იმედი მაქვს მოვა დრო, როდესაც სამეფო კლუბის სათავეში მიხილავთ, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი იქნება.“
„აუცილებლად მსურს ვისაუბრა ლუკა მოდრიჩზე. ხორვატი ფეხბურთელის როლი მადრიდის „რეალში“ უდიდესია. ის, რაც ლუკამ წლების განმავლობასი გვაჩვენა მართლაც საოცარია.“
„რამოსს მხოლოდ „ბლანკოსში“ ვხედავ. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს მაშინ, როდესაც ფიზიკური კონდიციები საოცარი თამაშის საშუალებას გაძლევს. ლოგიკური იქნება, თუ კაპიტანი კარიერას „მერენგების“ რიგებში დაასრულებს.“
„ბენზემა? ის და რონალდუ სხვადასხვა მახასიათებლების მქონე მოთამაშეები არიან. კრიშტიანოს წასვლის შემდეგ კარიმი სამეფო კლუბის მთავარი დამრტყმელი ძალა გახდა და უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს.“
- 28 თებერვალი 2021
- 1 152
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.