„რომა“ და „რეალი“ 15 მილიონზე თანხმდებიან!
იტალიური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალსა“ და „რომას“ შორის არსებული მოლაპარაკებები წარმატებით სრულდება და მხარეები 15 მილიონ ევროზე თანხმდებიან.
ბორხა მაიორალი რომაელთა ღირსებას ნახევარ წელიწადზე მეტია იცავს და საკმაოდ პროდუქტიულად გამოიყურება. ბორხა გოლების გატანას ახერხებს, როგორც ევროსარბიელზე, ასევე იტალიის ჩემპიონატში.
„რომამ“ „რეალს“ გამოსყიდვასთან დაკავშირებით უკვე მიმართა და ფლორენტინო პერესისგანაც მზაობა არსებობს.
მხარეებს შორის 15 მილიონიანი შეთანხმება გაფორმდება, რის შემდეგაც მაიორალი „ჯალოროსისთან“ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
- 28 თებერვალი 2021
- 1 332
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.