ექიმების რჩევა ზიდანს როდრიგოსთან დაკავშირებით

ესპანური გამოცემების ცნობით, გუშინდელი ვარჯიშის შემდეგ, როდრიგო გოეში საწვრთნელ ბაზაზე დარჩა და ზინედინ ზიდანთან ერთად სამეფო კლუბის სამედიცინო შტაბს შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს როდრიგოს დაბრუნების ოპტიმალური ვარიანტი. აღსანიშნავია, რომ რეციდივის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, რომ ბრაზილიელ ფეხბურთელს ეტაპობრივად მიეცეს დასვენების საშუალება.

საწყის ეტაპზე გოეშის 90 წუთით დატვირთვა მიზანშეწონილი არ იქნება, აქედან გამომდინარე, მარტის თვეში ის მეტწილად შეცვლებზე ითამაშებს და თუ სასტარტო შემადგენლობაშიც მოხვდება, მწვანე მინდორზე 55-60 წუთზე მეტს არ გაატარებს.

ექიმების თქმით, ტრავმის რეციდივის ალბათობა არსებობს, ამიტომ განსაკუთრებით მარტში, ხოლო შემდეგ აპრილში ზიდანს სიფრთხილე მართებს.

მთავარი მაინც მარტის თვე იქნება, თუ მომდევნო თვეს ბრაზილიელი ტრავმას აღარ მიიღებს, აპრილში უფრო მეტი დატვირთვის მიღება შეეძლება.

ასევე უნდა ითქვას, რომ მედიკოსთა ჯგუფმა ზიზუს „სოსიედადთან“ მატჩისთვის გოეშის განაცხადში შეყვანის უფლება მისცეს, საბოლოო გადაწყვეტილებას კი ფრანგი სპეციალისტი მიიღებს. თუ როდრიგო განაცხადში მოხვდება, ის მოედანზე სავარაუდოდ 15-20 წუთს დაჰყოფს.

  • Bernabeu
  • 28 თებერვალი 2021
  • 1 198
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 16
2 რაფინია 11
3 ბუდიმირი 9
4 ვინისიუსი 8

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

დეკემბერი 2024 (133)
ნოემბერი 2024 (334)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)