თებერვლის თვეში „რეალმა“ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა
მადრიდის „რეალისთვის“ თებერვლის თვე ძალიან წარმატებული გამოდგა, გარდა იმისა, რომ კლუბმა 5-იდან 5 მატჩის მოგება შეძლო, საკუთარ კარში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა.
უდავოდ, ტიბო კურტუა თებერვლის თვის საუკეთესო მეკარეა, ბელგიელს შესანიშნავი გამოსვლები ჰქონდა.
რაც შეეხება გატანილ გოლებს, „მერენგებმა“ 5 მატჩში 8-ჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება, რაც საუკეთესო შედეგი ნამდვილად არ არის, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული რაოდენობა 5 გამარჯვებისთვის საკმარისი იყო.
ასევე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კარგ შედეგებს ზიზუს გუნდმა არნახული დანაკლსის ფონზე მიაღწია. „რეალის“ შემადგენლობა ფაქტობრივად განახევრებული იყო.
„უესკა“ 1-2 „რეალი“ (6 თებერვალი)
„რეალი“ 2-0 „ხეტაფე“ (9 თებერვალი)
„რეალი“ 2-0 „ვალენსია“ (14 თებერვალი)
„ვალიადოლიდი“ 0-1 „რეალი“ (20 თებერვალი)
„ატალანტა“ 0-1 „რეალი“ (24 თებერვალი).
მარტის თვეში სამეფო კლუბს ასევე 5 დაპირისპირების ჩატარება აქვს გეგმაში, რომლებმაც შესაზლოა სერიოზული ზეგავლენა იქონიოს, როგორც ლა ლიგაზე, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე.
პირველ მარტს „ბლანკოსის“ მეტოქე „სოსიედადი“ იქნება, შვიდ მარტს „ატლეტიკო“, 13 მარტს „ელჩე“, 16-ში „ატალანტა“ და 21-ში „სელტა“.
- 27 თებერვალი 2021
- 1 353
- 28