ლოპეტეგი:„„რეალის“ წარუმატებლობა ჩემი ბრალი არ იყო“
ჟულიენ ლოპეტეგიმ მადრიდის „რეალიდან“ გათავისუფლების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ცხოვრებაში ბევრი გადაწყვეტილება მიუღია, რომელსაც არ ნანობს.
„ესპანეთის ნაკრებს ვედექი სათავეში და სტაბილური კონტრაქტი მქონდა. ჩვენ დიდი გეგმების განხორციელებას ვაპირებდით, მაგრამ „რეალიდან“ ზარის მიღების შემდეგ საკლუბო ასპარეზზე გადასვლა გადავწყვიტე.“
„ეს არის იყო მარტივი ნაბიჯი, მაგრამ ჩავთვალე, რომ გამოწვევა აუცილებლად უნდა მიმეღო. მიუხედავად ხანმოკლე მადრიდული კარიერისა, მიღებულ გადაწყვეტილებას არ ვნანობ.“
„როდესაც მადრიდიდან წავედი, ფლორენტინო პერესს ვუთხარი, რომ პრობლემა ჩემში არ იყო და წარუმატებელი მატჩები გუნდის გადახალისების საჭიროებიდან გამომდინარეობდა.“
„„სევილიაში“ თავს ბედნიერად ვგრძნობ და რაც მთავარია ვამტკიცებ, რომ ეფექტურად მუშაობა შემიძლია. ჩვენთვის ჩემპიონობა იდეალური ვარიანტი იქნებოდა, მაგრამ ვაცნობიერებთ, რომ კონკურენცია ძალიან დიდია და ლა ლიგაში მესამე პოზიციის დაკავება კარგი შედეგი იქნებოდა.“
- 27 თებერვალი 2021
- 2 622
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.