Diario Gol - „რეალის“ პრეზიდენტს სონი ძალიან მოსწონს!
Diario Gol-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს „ტოტენჰემის“ ლიდერი, სონი ძალიან მოსწონს და ტრანსფერზე ფიქრობს.
მიმდინარე სეზონი სონისთვის ძალიან პროდუქტიულია, ის ჟოზე მოურინიოს გუნდის უდავო ლიდერად ჩამოყალიბდა.
მხოლოდ პრემიერლიგაში ჩატარებულ 24 დაპირისპირებაში მან 13 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.
სამხრეთ კორეელ ფეხბურთელს „ჰოტსპურთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულში ეწურება, მისი ფასი ამ ეტაპზე დაახლოებით 80 მილიონი ევროა.
პერესი „დეზების“ წინახაზელთან დაკავშირებით განსაკუთრებულ აქტიურობას ჯერ-ჯერობით არ იჩენს, ვინაიდან მთელი ყურადღება მბაპეს ტრანსფერზე აქვს გადატანილი, მაგრამ თუ ფრანგის გამადრიდელება კვლავ ჩაიშალა, სონის ტრანსფერი დღის წესრიგში დადგება.
- 27 თებერვალი 2021
- 932
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.