რამოსის გეგმა - ახალი კონტრაქტი და „ატალანტასთან“ დაბრუნება!
ესპანური გამოცემები იუწყებიან, რომ „რეალის“ კაპიტანს 2 მნიშვნელოვანი გეგმა აქვს, რომელსაც მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში განახორციელებს.
ესპანელი ფლორენტინო პერესს ახალ კონტრაქტზე შეუთანხმდა და მალე ეს ამბავი ოფიციალურად დადასტურდება.
ამასთან ერთად კაპიტანი ბევრს მუშაობს იმაზე, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით დაპირისპირებაში დაბრუნდეს და „ატალანტასთან“ ითამაშოს.
თუ რამოსი სასწაულს შეძლებს და 16 მარტისთვის მართლაც დაბრუნდება, მას მხოლოდ 3 მატჩის გამოტოვება მოუწევს „სოსიედადის“, „ატლეტიკოსა“ და „ელჩეს“ წინააღმდეგ.
მარტის თვე რამოსისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ასევე აღსანიშნავია, რომ კაპიტანი 30 მარტს 35 წლის გახდება.
- 27 თებერვალი 2021
- 929
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.