„რეალი“ რაფაელ ვარანს 80 მილიონ ევროდ შეელევა!
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ რაფაელ ვარანს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც ისევ 6 წლიანია, თუმცა ფრანგ ფეხბურთელს განსხვავებული პოზიცია აქვს.
მსოფლიო ჩემპიონი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ ჩქარობს, რაც ფლორენტინო პერესის გეგმებში ნამდვილად არ შედის.
„რეალის“ ხელმძღვანელობამ ვარანს აცნობა, რომ თუ სეზონის ბოლომდე კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, ზაფხულში გუნდს მისი გაყიდვა მოუწევს, ვინაიდან 2022 წელს თავისუფალი აგენტი ხდება.
ამის პარარელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „პსჟ“-ს ხელმძღვანელობამ „რეალს“ ვარანის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო შესთავაზა, რაც ფლორენტინო პერესისთვის საინტერესო წინადადებაა.
უდიდესი ალბათობით, თუ ვარანი ახალ ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს, ის სამშობლოში დაბრუნდება და პოჩეტინოსთან იმუშავებს.
- 27 თებერვალი 2021
- 8 681
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.