მოლაპარაკებების პასუხი ცნობილია - სერხიო რამოსი!
ესპანური გამოცემების უახლეს ინფორმაციას იუწყებიან, რომელიც გუნდის კაპიტანს, სერხიო რამოსს ეხება. როგორც სჩანს, პრეზიდენტი პერესი დათმობაზე წავიდა, ვინაიდან მიხვდა, რომ გუნდის უდავო ლიდერის შეცვლა ურთულესი ამოცანა იქნება.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, რამოსი და ფლორენტინო პერესი 2 წლიან კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ კაპიტანი „რეალის“ სადარაჯოზე 2023 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
რაც შეეხება ფინანსურ დეტალებს. რამოსი ხელფასის სახით წლიურად 12 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო თუ „რეალი“ შესაბამისი ციფრებით დაამტკიცებს, რომ გუნდის ეკონომიკური სტაბილურობა საფრთხისქვეშაა და ფეხბურთელების ხელფასების შემცირება კვლავ დღის წესრიგში დადგება, კაპიტანი 1.2 მილიონ ევროს მოიკლებს და მისი შემოსავლაი 10.8 მილიონი იქნება.
ესპანური გამოცემების ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება ოფიციალურად მალე დადასტურდება და კაპიტანი ახალ კონტრაქტს ხელს საზეიმო ვითარებაში მოაწერს.
- 27 თებერვალი 2021
- 4 890
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.