ძალიან სასიამოვნო და სასიხარულო ინფორმაცია „რეალში“
სამეფო კლუბის სამედიცინო შტაბს შესანიშნავი ამბები აქვს, რომელიც ტრავმირებულ ფეხბურთელებს ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანის განკარგულებაში ერთდროულად რამდენიმე ფეხბურთელი დაუბრუნდება და არსებული რესურსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
პირველ რიგში დაბრუნდებიან კარიმ ბენზემა, როდრიგო, ედენ აზარი და მარსელო, ეს უკანასკნელი დაბრუნებასთან ყველაზე ახლოსაა. აღნიშნულ ფეხბურთელებს მალე შემოუერთდება ფედე ვალვერდე, რომელიც დაახლოებით 2 მარტს სრულფასოვანი დატვირთვით ვარჯიშს შეუდგება.
რაც შეეხება მილიტაოს და ოდრიოზოლას, ამ ფეხბურთელების დაბრუნება მაქსიმუმ 8-9 დღის მანძილზე იგეგმება.
კარვახალთან და რამოსთან დაკავშირებით სიახლე ჯერ არ არის, ორივე ესპანელი განსაკუთრებულ ტემპში განაგრძობს აღდგენით პროცესს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან თავისუფლად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით დაპირისპირებას „მერენგები“ გაცილებით დიდი რესურსით შეხვდებიან, „ატლეტიკოსთან“ 7 მარტის მატჩში კი ბენზემას, აზარისა და მარსელოს განაცხადში ყოფნა 90%-ით გარკვეულია.
- 27 თებერვალი 2021
- 5 206
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.