სიახლე ჰოლანდის ტრანსფერზე - „რეალის“ ახალი წინადადება „დორტმუნდს“ !
ესპანური გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალმა“ „დორტმუნდისთვის“ ახალი წინადადება მოამზადა, რომელიც ერლინგ ჰოლანდის ტრანსფერს ეხება.
ფლორენტინო პერესი მზად არის, ნორვეგიელი ფორვარდის სანაცვლოდ ბორუსიელებს ლუკა იოვიჩი და მარტინ ოდეგორი დაუთმოს.
აღნიშნული ფეხბურთელების ჯამური ფასი დაახლოებით 100 მილიონ ევროს უტოლდება, ამიტომ „დორტმუნდი“ შესაძლოა დაფიქრდეს.
ამ ყველაფერს ემატება ის გარემოებაც, რომ იოვიჩი ბუნდესლიგაში შესანიშნავად გამოდის და საერთოდ არ არის გამორიცხული ჰოლანდის სრულფასოვანი შეცვლა მოახდინოს.
რაც შეეხება ოდეგორს, „რეალის“ გარდა მან ყველა გუნდის ლიდერის სტატუსი მოირგო, სადაც ძალები მოსინჯა. „რეალმა“ წინადადება უკვე წარადგინა, ახლა კი BVB=ს ჯერია.
- 26 თებერვალი 2021
- 4 111
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.