ზიდანს ვალვერდეს იმედი აქვს
ზინედინ ზიდანი ფედერიკო ვალვერდეს დაბრუნებას მოუთმენლად ელის. ფრანგი სპეციალისტი თვლის, რომ ნახევარმცველის აღდგენითი პროცესის დასრულების შემდეგ „რეალი“ მრავალმხრივი გახდება.
ზიზუ „ატალანტასთან“ განმეორებით დაპირისპირებაში ფედერიკოს გამოყენებას გეგმავს.
ყველაზე კარგ ვარიანტში ვალვერდე „ატლეტიკოსთან“ უნდა დაბრუნდეს, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე ფორმაში ჩადგომას მოასწრებს.
ზიდანის აზრით, ვალვერდეს მოედანზე ყოფნის პირობებში მოდრიჩს დასვენების საშუალება მიეცემა და რისკები აღარ იარსებებს, ამასთან ერთად „ბლანკოსს“ ექნება იმის ფუფუნებაც, რომ 4-4-2 სისტემა გამოიყენოს და ნახევარდაცვაში კაზემიროს, ფედერიკოს, მოდრიჩისა და კროოსის სახით ძალიან მძლავრი ოთხეული განალაგოს.
- 26 თებერვალი 2021
- 1 120
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.