მბაპეს მამა ფლორენტინო პერესს საიდუმლოდ შეხვდა!
ფრანგული გამოცემების ცნობით, დაახლოებით 20 დღის წინ კილიან მბაპეს მამა მადრიდში იმყოფებოდა და ფლორენტინო პერესს შეხვდა...
„პსჟ“-ში გადამწყვეტი მომენტი დგება. კილიანმა ალ ჰელაიფს და მის კოლეგებს საბოლოო პასუხი უნდა უთხრას.
მბაპე ან „პსჟ“-ში დარჩება და მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, ან ზაფხულში კლუბს შეიცვლის და 99,9%-იანი ალბათობით მადრიდის „რეალის“ ღირსებას დაიცავს.
ფრანგების ცნობით, მბაპეს მამამ პერესთან საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრა გამართა, სადაც აბსოლუტურად ყველა დეტალი იქნა განხილული.
არაოფიციალური ინფორმაციით, მბაპეს გამადრიდელების შემთხვევაში ხელი მოეწერება 6 წლიან კონტრაქტს, რომელიც 2 ეტაპად დაიყოფა. პირველი 3 წლის განმავლობაში კილიანს კონკრეტული ხელფასი ექნება, 3 წლის შემდეგ კი მისი შემოსავალი 35%-ით გაიზრდება.
პერესის აზრით, არსებული ეკონომიკური კრიზისის დაძლევას „ბლანკოსი“ დაახლოებით 18-22 თვეში დაძლევს, რასაც ახალი ბერნაბეუს ექსპლუატაციაში გაშვება და არნახული ფინანსური სარგებლის მიღებაც მოჰყვება.
ესპანური გამოცემები კი იუწყებიან, რომ მბაპე მაქსიმუმ მარტის მეორე ნახევრამდე აცნობებს საკუთარ გადაწყვეტილებას პარიზულ კლუბს. აღნიშნული ინფორმაცია ლეონარდოს განცხადებამაც გაამყარა, რომელმაც დაადასტურა, რომ კილიანთან საბოლოო საკითხების დაზუსტების მიზნით შეხვედრა იგეგმება.
- 25 თებერვალი 2021
- 5 483
- 5
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.