გასპერინი:,,მსაჯმა თამაში გააფუჭა"
ჯან პიერო გასპერინიმ „რეალთან“ წაგების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ მთავარმა მსაჯმა მატჩი გააფუჭა.
„ეს იყო „ატალანტას“ თამაშის მკვლელობა. ვერ ვხსნი გადაწყვეტილებას, რომელიც მსაჯმა მიიღო.“
„ყვითელი ბარათი სავსებით საკმარისი იქნებოდა. ფეხბურთი კონტაქტური სპორტია და ერთმანეთის შეუხებლად ვერავინ ითამაშებს.“
„მადრიდის „რეალს“ პირობას ვაძლევ, რომ ჩემი გუნდი ესპანეთში მოსაგებად ჩავა, ჩვენ აუცილებლად ვითამაშებთ ჩვენს თამაშს მაშინ, როდესაც მოედანზე 11 ფეხბურთელით ვიქნებით წარმოდგენილები.“
„მატჩის შემდეგ ზიდანს გამარჯვება მივულოცე და ვუთხარი, რომ მთავარი ბრძოლა მადრიდში გველის.“
- 25 თებერვალი 2021
- 4 719
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.